+995 577 45 41 02
contact@lineplus.ge
Facebook
Twitter
Google+
lineplus.gelineplus.ge
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სერვისი
  • შეკვეთა
  • კონტაქტი
  • English

ჩვენ ვართ მთარგმნელობითი ბიურო

კომპანიის მიმოხილვა

Business people

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მთარგმნელობითი მომსახურება, კომპანიის კლიენტები არიან წამყვანი იურიდიული, სადაზღვევო, აუდიტური კომპანიები, უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები, სააქციო საზოგადოებები, აგრეთვე არარეზიდენტი იურიდიული კომპანიები. გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც გაგიწევენ წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით მთარგმნელობით მომსახურებას თქვენთვის სასურველ ვადებში. ამ სერვისს ემატება დოკუმენტაციის ნოტარიული დამოწმება.

კლიენტისთვის განსაკუთრებული მომსახურების გაწევაზე აღებული ვალდებულების თანახმად, სიფრთხილით ვარჩევთ მთარგმნელთა თითოეულ კადრს პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. შერჩეული კადრის პროფესიული გამოცდილება და განათლება მაღალი პროფესიონალიზმის, სიზუსტის და სისწორის გარანტიაა, რაც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია კლიენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.

ჩვენი წარმატების საიდუმლო არის ჩვენი სწრაფვა კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. ღრმად გვწამს, რომ საუკეთესო მთარგმნელობითი მომსახურება, (რაც მოლოდინს გადააჭარბებს), უზრუნველყოფს კლიენტთან მყარი ურთიერთობების დამყარებას და ხელს შეუწყობს ჩვენთან საქმიანი კავშირის გაღრმავებას.

FreeGreatPicturet

ჩვენი ხედვა

ჩვენი კონცეფციაა უმაღლესი ხარისხის ლინგვისტური მომსახურების გაწევა მაქსიმალურად ინოვაციური პროცესების, ტექნოლოგიების, კვალიფიკაციის და ეფექტურობის ინტეგრირებით კლიენტის სასარგებლოდ.

ჩვენი მიზანია კლიენტებისთვის ტრადიციული მეთოდით მომსახურებასთან შედარებით  გავხდეთ უფრო სწრაფი, პროგრესული  და ინოვაციური.

ჩვენი პროფესიონალიზმი თქვენი წარმატების საწინდარია

0
კლიენტი კომპანია
0
ნათარგმნი დოკუმენტი
0
ნათარგმნი გვერდი
0%
ხარისხიანი მომსახურება

ჩვენი გუნდი

თეა თოთიბაძე

თეა თოთიბაძე

დირექტორი
ნინო ვაჩაძე

ნინო ვაჩაძე

ოფის-მენეჯერი
ნინო ჯანიკაშვილი

ნინო ჯანიკაშვილი

იურისტი
ქეთევან გრიგოლია

ქეთევან გრიგოლია

ნოტარიუსი

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

თუ გსურთ, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, სასურველია სარეკომენდაციო წერილთან ერთად, რომელიც ორიენტირებული იქნება თქვენს კარიერულ მისწრაფებებზე და მასზედ, თუ როგორ მოერგება „ლაინპლიუს“-ი თქვენს გეგმებს. ჩვენი პერსონალი დაგიკავშირდებათ კვირის განმავლობაში.

  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სერვისები
  • ფასები
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
© 2015 Created by Spin